Preloader

ჩვენს შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციასტანდარტ ფინანსი“ (2023 წლამდე “ფემილი კრედიტი”) დაარსდა 2016 წელს . ქუთაისში. 2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი. კომპანია დაარსდა ქართულ-უკრაინული ინვესტიციებით


მიკროსაფინანსო ორგანიზაციასტანდარტ ფინანსი ძირითადად ორიენტირებულია მცირე ბიზნესის დაკრედიტებაზე.  კლიენტებზე მორგებული გადახდის მოქნილი გრაფიკების და სესხის მომსახურების გამარტივებული პირობების შეთავაზებით. ორგანიზაციამ დროის მცირე მონაკვეთში შეძლო დივერსიფიცირებული და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შექმნა. კომპანია წარმოდგენილია 14 ფილიალით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სადაც დასაქმებულია 120-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიის მოკლევადიან სტრატეგიას შეადგენს ფილიალების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება ქვეყნის მასშტაბით, ასევე ეროვნული ბანკის ლიცენზიით მინიჭებული საფინანსო მომსახურების სრული სპექტრის დანერგვა, რაც მოიცავს ნაღდი უცხოური ვალუტის კონვერტაციას  და სწრაფ ფულად გზავნილებს. იგეგმება საკრედიტო პროდუქტების გამრავალფეროვნება და კლიენტისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პროდუქტების შეთავაზება, რაც წარმოადგენს ორგანიზაციის მთავარ სლოგანს - ხელმისაწვდომი ყველასთვის.