მოლარე ადმინისტრატორი
მოლარე ადმინისტრატორი
ძირითადი მოვალეობები:
·
კლიენტთა მომსახურება
სასესხო და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
·
სესხის გაცემა-დაფარვის
წარმოება და აღრიცხვა; სესხის ადმინისტრირება.
·
სალაროს ოპერაციების
წარმოება და აღრიცხვა; ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
·
უმაღლესი ეკონომიკური
ან ფინანსური განათლება (სასურველია);
·
ანალოგიურ
პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
·
ძვირფასი ლითონების
შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
·
კლიენტთა მომსახურების
სათანადო უნარ-ჩვევები;
·
პუნქტუალობა,
აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
·
კომუნიკაბელურობა,
არაკონფლიქტურობა;
·
პასუხისმგებლობის
მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
·
ძირითადი კომპიუტერული
პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა.
სამუშაო საათები:
· ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:00;
· შაბათი: 10:00 - 15:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და დამატებით ყოველთვიური ბონუსი.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის
შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის კანდიდატის მიერ პოტენციური დამსაქმებლისათვის
გამოგზავნა ჩაითვლება კანდიდატის თანხმობად, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი
კრედიტმა დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული
პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის.
თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება
მათი დამუშავება.