ფილიალის მმართველი
ფილიალის მმართველი
პოზიციის შესახებ
ფილიალის მმართველი პასუხისმგებელია ფილიალის ოპერაციულ,
კომერციულ და ადმინისტრაციულ მართვაზე. მისი ძირითადი მიზანია გაყიდვების გეგმების
შესრულება, საკრედიტო პორტფელის ზრდა, პორტფელის ხარისხის შენარჩუნება და კლიენტებისთვის
მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი - პარასკევი:
10:00 - 18:00
- შაბათი:
10:00 - 15:00
ანაზღაურება:
- საწყისი ეტაპი:
ფიქსირებული ხელფასი - 2,500 ლარი
+ დამოკიდებულია გამოცდილებაზე;
- საგამოცდო ვადის (6 თვის) შემდგომ:
ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა, რომელიც დამოკიდებულია შედეგებზე (გაყიდვები
+ პორტფელის ხარისხი. შემოსავლის საშუალო რეინჯი
2,500 - 6,000 ლარი)
გამოცდილება საფინანსო სექტორში სავალდებულოა.
ძირითადი მოვალეობები
- ფილიალის ყოველდღიური
საქმიანობის ეფექტიანი მართვა;
- გაყიდვების
გეგმებისა და ბიზნეს მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
- საკრედიტო
და არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ზრდა;
- ახალი კლიენტების
მოზიდვა და ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- საკრედიტო
პორტფელის ზრდისა და ხარისხის კონტროლი;
- ვადაგადაცილებული
და პრობლემური სესხების მართვის პროცესში მონაწილეობა;
- ფილიალის თანამშრომლების
საქმიანობის ორგანიზება, განვითარება და შედეგების შეფასება;
- კომპანიის
შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
- ფინანსური
და ოპერაციული შედეგების ანალიზი და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
(ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესი ან შესაბამისი მიმართულება);
- ფინანსურ სექტორში
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების
მართვისა და გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
- ფინანსური
ანალიზისა და საკრედიტო პროცესების ცოდნა;
- MS
Office-ის პროგრამების ცოდნა.
მოთხოვნები და უნარები
- ლიდერული და
მენეჯერული უნარები;
- ძლიერი კომუნიკაციისა
და მოლაპარაკების უნარი;
- ანალიტიკური
და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
- პრობლემების
ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის
მაღალი გრძნობა.
რას მიიღებთ ჩვენთან
- კონკურენტულ
ანაზღაურებას;
- პროფესიული
განვითარების შესაძლებლობას;
- კარიერული
ზრდის პერსპექტივას;
- მეგობრულ და
პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ
- სხვა ვაკანსიები - https://sf.selfrecruit.ge/
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის კანდიდატის მიერ პოტენციური დამსაქმებლისათვის გამოგზავნა ჩაითვლება კანდიდატის თანხმობად, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სტანდარტ ფინანსმა” დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება.
